თაკო ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ეს განცხადება გააკეთა ეთერში – „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია ურყევია
არამარტო თაკო ჩარკვიანის, არამედ მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის ურყევი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას არ აპირებს გამოკვეთილად და ეს განცხადება გააკეთა ეთერში.
„მყარი, მყარი, მყარი, არამარტო თაკო ჩარკვიანის, არამედ მთლიანად „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არის ურყევი და თქვენ ნახეთ როგორი წყენა მოყვა იმას, რომ გიორგის სახელი და გვარი გაჟღერდა იმ ადამიანებთა შორის. იწყინა, რადგან არაერთგზის გაუკეთებია მას განცხადება ეს იყო სწორედ წყენის მიზეზი გიორგის მხრიდან, რატომ გაჟღერდა ჩემი და აღელდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი მე არ მესმის ხალხს უთხრა, არ შევდივარ და მერე უცებ ისევე მშვიდად შექანდე, ეს მორალური მხარეა.
ჩვენ ვისაუბროთ სამართლებრივ მხარეზე. პროკურატურაში შეიტანა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და არა მარტო ჩვენ, სხვა პარტიებმაც მივმართეთ საოლქო სასამართლოებს და პროკურატურას. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ სისხლის სამართლის დანაშაულია და შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ გამყალბებელთან შესვლა მოქმედებაში ეს თანამონაწილეობაა და სამართლებრივად ეს არის კატასტროფა და მორალურად უბრალოდ ძალიან ცუდი, ამდენად გამოვრიცხავთ. მე გიორგისგან ერთი საათის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე შესვლას არ აპირებს გამოკვეთილად და ეს განცხადება გააკეთა ეთერში. მე სიის ჩახსნას ვაპირებ. ხელისუფლება არაფერზე არ მოდის, რაც შევთავაზეთ რისთვის უნდა შეხვიდე მონა მოსამსახურედ ხომ არ შეხვალ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.