ლილოს მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ლილოში, მოხუცთა თავშესაფარში მყოფ ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

როგორც თავშესაფრის დირექტორის მოადგილე, ნინო ბისეიშვილი აცხადებს, როდესაც ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაუდასტურდათ კოვიდი, გავაკეთეთ ორგანიზება და ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება. მაქსიმალურად მოვახდინეთ სხვა ბენეფიციარებისგან კოვიდადებითი ბენეფიციარების გამიჯვნა და ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ”, – აცხადებს ბისეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები