ქალთა გუნდი “ლანჩხუთი” შვედეთთან დამარცხდა

დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში თბილისში „ლანჩხუთმა” შვედეთის „როზენგარდს” უმასპინძლა და უშანსოდ – 0 : 7  წააგო.

შეხვედრის მთავარ ფავორიტად შვედები ითვლებოდნენ და მათ ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ 0:6 გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა მეკარემ იყოჩაღა და მხოლოდ 1 ბურთი გავუშვით. „ლანჩხუთის” მეკარეს დღევანდელ მატჩში 21 სეივი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ შვედური კლუბი ქალთა ჩემპიონთა ლიგის 16 საუკეთესო კლუბს შორის 3-ჯერ არის მოხვედრილი.

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს შვედეთში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები