საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევიდან 1637 თბილისში, 489 აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 4734 ახალი შემთხვევიდან 1637 თბილისში, 489 – აჭარაში, 823 კი იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 637 შემთხვევა, აჭარაში – 489, იმერეთში – 823, ქვემო ქართლში – 372, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 328, მცხეთა-მთიანეთში – 143, სამცხე-ჯავახეთში – 73, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 18. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 025, აჭარაში – 998, იმერეთში – 1 325. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 159, იმერეთში – 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 31, იმერეთში – 52. 3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 – თბილისში, 1 846 – აჭარაში, 393 – იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები