ჯანმო-ში განმარტეს, რატომ არის სახიფათო ვიდეოთამაშები პანდემიის დროს

“პანდემიის დროს ვიდეოთაშებით ზედმეტი გატაცება სტრესის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, გახდეს”, – განაცხადა ჯანმო-ს ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ქცევის ადიქციის საკითხებში სპეციალისტმა, ვლადიმირ პოზნიაკმა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ დასვენების ერთ-ერთი საშუალების სახით მილიონობით ადამიანი ონლაინ ვიდეოთამაშებს იყენებს, ბევრისთვის ეს ჯანმრთელი ჰობიც არის. თუმცა, გადაჭარბებული დამოკიდებულება შესაძლოა, გახდეს ფუნქციური დარღვევებისა და ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი მიზეზი. ისეთ მძიმე პერიოდში, როგორიც არის პანდემია, როდესაც ადამიანები იძულებული არიან, იყვნენ სახლში და მნიშვნელოვნად ირღვევა მათი ცხოვრების ნორმალური რეჟიმი, მარტივია – გახდე არაჯანსაღი ქცევის მოდელის მსხვერპლი, როგორიც არის ვიდეოთამაშები”, – თქვა სპეციალისტმა.

მისი თქმით, აუცილებელია ონლაინსივრცეში საქმიანობისა და მის გარეთ ბალანსის დაცვა.

პოზნიაკის თქმით, თამაშით გამოწვეული დარღვევა დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 რედაქტირებულ ვერსიაში შევიდა, რომელიც ძალაში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

მისი თქმით, ამ კვალიფიკაციაში ვიდეოთამაშების შეყვანა რთული პროცესი იყო, რომელიც დამყარებულია მრავალი კვლევით და არა – იმ ადამიანების რიცხოვნობით, ვინც კომპიუტერული თამაშებით არის გატაცებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები