ევროპაში მეორე კვირაა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იკლებს

მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19 კიდევ 3 970 427 ადამიანს გამოუვლინდა, რაც 23-29 ნოემბრის პერიოდთან შედარებით მეტია. მაშინ 3 935 330 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ასევე, 23-29 ნოემბრის პერიოდთან შედარებით, 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრის მონაკვეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 73 396 -ით გაიზარდა. ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 69 916 შეადგენდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებულთა უმრავლესობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. ევროპაში დაავადების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, მაგრამ სიკვდილიანობა უკვე მეორე კვირაა, იკლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

დღემდე მსოფლიოში ვირუსი 68 225 313 ადამიანს დაუდასტურდა, 1 556 822 პირი გარდაიცვალა, ხოლო 43 956 174 – გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები