აჭარაში კორონავირუსით 63 წლის ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში, ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 63 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.
მას თანმდევი დაავადება ჰქონდა და კლინიკაში ორი დღის წინ მოათავსეს.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 169 649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141 392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 576 მოქალაქე.