აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ჟანგბადის აპარატები გადაეცა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. აღნიშნულ პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო. სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადმოეცა ჟანგბადის აპარატები, რომელიც გაუნაწილდება მაღალმთიან აჭარას, ქობულეთსა და ხელვაჩაურს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული დაინფიცირებული მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მოხდება სოფლის ექიმების კიდევ უფრო მეტი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ, ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიდემიის ეფექტური მართვა და ამ ყველაფერთან ერთად ეკონომიკისა და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს.

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებსა და მედპერსონალთან.

მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები