მირზა ხინიკაძე: მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა

“მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა”, – ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის” დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ პრემიერმინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი და აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

„საკმაოდ ინფორმატიული და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა. კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი, კლინიკები აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის როლი და სამედიცინო პერსონალი მადლიერებისა და პატივისცემის ღირსია. ხალხიც დაიმედებულია, მეტნაკლებად და იმედია, რომ ამ პიკს გადავიტანთ და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით”, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები