ამირან გამყრელიძე: საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტის მისაღებად ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის, მინიმუმ, 50-60%-ის აცრა

“”მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში ვაქცინა უფრო ადრე, იანვარ-თებერვალში იქნას შემოტანილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კოვაქს პლატფორმით ჩვენ ვყიდულობთ 4 ვაქცინიდან: “ფაიზერის”, “მოდერნას”, “ასტრაზენეკასა” და “ოქსფორდის” უნივერსიტეტის ვაქციიდან, ერთ-ერთს, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში.
საქართველოში შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი უნდა იყოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობათ დანერგვის გეგმაზე და 3 სცენარი, სხვადასხვა ვაქცინასთან დაკავშირებით, აქტიურად მუშავდება.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში ვაქცინა უფრო ადრე, იანვარ-თებერვალში იქნას შემოტანილი, დაახლოებით, 200-300 ათას დოზას ვვარაუდობთ, რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია. წლის პირველ ნახევარში, შემოდგომამდე, 20-30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა, რადგან საზოგადოებაში კოლექტიური იმუნიტეტის მისაღებად ჩვენ გვჭირდება მოსახლეობის, მინიმუმ, 50-60%-ის აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები