საქართველოში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-338, აჭარაში-213, ხოლო იმერეთში-27.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები