ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რუსეთსა და მთელს ევროპაზე

“რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რუსეთსა და, შესაბამისად, მთელს ევროპაზე”, – ამის შესახებ elpnariai.lt-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მკაფიო ამბიციას აჩვენებს.

„საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც მოიცავს ყველა პოლიტიკურ მხარეს, უნდა შეთანხმდეს, რათა მიაღწიონ ეროვნულ კონსენსუსს საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სრულად ფუნქციური პარლამენტის მიერ.

ამ შეთანხმებამ შესაძლოა, ითამაშოს გარდამტეხი როლი ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიის ფორმირებაში. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სამოქმედო გეგმას, რომელიც ეხება საარჩევნო და სახელმწიფო მმართველობის რეფორმას. ამ სულისკვეთებით კი საქართველოს ამბიცია, რომ 2024 წლისთვის გამოიყენოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, პოზიტიური ნაბიჯია, რაც მოითხოვს ერთიანი ეროვნულ პოლიტიკურ სურვილს.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო აჩვენებს მკაფიო ამბიციას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

საქართველოს წარმატება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, რუსეთსა და, შესაბამისად, მთელს ევროპაზე.

ჩვენ გვჯერა საქართველოს პოლიტიკური მმართველობის სიმწიფისა ორივე მხარეს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური არასტაბილურობის ფასი კი მაღალი შეიძლება, იყოს და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საქართველოს მომავალზე“, – აცხადებს კუბილიუსი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები