ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინას 3-4 კვირაში მიიღებენ

ევროკომისიაში ლიეტუვის წარმომადგენლის, ვირგინიუს სინკევიჩუსის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები უკვე 3-4 კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ მან სააგენტო BNS-ს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სახელით შესყიდვაში მონაწილეობს, პრეპარატს ერთდროულად მიიღებს.

დიპლომატის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყნებს შიგნით ლოგისტიკის მომზადება, რომ ვაქცინაციისთვის სწორად იყოს მომზადებული ჯანდაცვის სისტემა.

“ვსაუბრობთ სამ-ოთხ კვირაზე, როდესაც ვაქცინა წევრ სახელმწიფოებში მოხვდება. მნიშვნელოვანი აქცენტებია – ქვეყნის შიგნით ლოგისტიკის უზრუნველყოფა, საჭირო ტემპერატურისა და პირობების უზრუნველყოფა, ასევე, მათი ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ – რაიონულ ცენტრებში”, – თქვა მან.

კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში შემოწმების სტადიაზე არიან.

მოსალოდნელია, რომ 29 დეკემბერს სააგენტომ სხდომა გამართოს, სადაც გადაწყდება, საკმარისია თუ არა Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემი მათი ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები