გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პაციენტი და გამოვლინდა ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა.
სულ რეგიონში კორონავირუსი უკვე დაამარცხა 22 515-მა ინფიცირებულმა.
,,რეგიონში რეგისტრირებულია 5 961 ინფიცირების აქტიური შემთხვევა. მათგან 986 კლინიკებში მკურნალობს, 1 767 – კოვიდსასტუმროებში, 3 208 პირი კი ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მართვით სუნთქვაზე იმყოფება 48 ინფიცირებული,”- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.