საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან.
„ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ესწრება, რომელსაც შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.