საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევიდან 1060 თბილისში, 337 აჭარაში, 397 იმერეთში დაფიქსირდა
“საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევიდან 1060 – თბილისში, 337 – აჭარაში, 397 – იმერეთში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 137 499-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 337, იმერეთში – 397, ქვემო ქართლში – 175, შიდა ქართლში – 108, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 177, კახეთში – 80, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.