კარლ ჰარცელი: ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება
„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები გადადგას.
„ამჟამად, მხარეები ცვლიან თავიანთ პოზიციებსა და მოსაზრებებს. მოლაპარაკებების პროცესი იქნება რთული, მაგრამ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება. ამისთვის საჭიროა ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.