კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1615 თბილისში, 491 აჭარაში, 564 კი იმერეთში გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 4321 ახალი შემთხვევიდან 1615 თბილისში, 491 აჭარაში, 564 კი იმერეთში დაფიქსირდა.
კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში – 491, იმერეთში – 564, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 433, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.