თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი გადაწყვეტილია და ის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება

კოვიდის ფლაგმანი ვიყავით. მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესის. შენობის პრობლემა ათი წელია ვერავინ გადაჭრა, გადაჭრა პრემიერმა, მთავრობა ჩაერია, ძალიან მადლიერი ვართ პრემიერის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შენობის დასრულების შემდეგ ინფექციური საავადმყოფო იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი.

„შენობა რომ მოთავდება, გადავალთ. ეს იდეალური შენობა იქნება, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი და შენობით, ყველაზე კარგი ჰოსპიტალი თბილისში. ასეთი შენობა არც ერთ ჰოსპიტალს არ ექნება. იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი ჰოსპიტლები აღჭურვილობით ევროპის დონეზე მყოფია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაკეთებულია; იყო რაღაც ნაგებობა და მერე მიაშენ-მოაშენეს, დააშენეს და გააკეთეს, ეს კი ახალი პროექტია, თავიდან აშენებული.

კოვიდის ფლაგმანი ვიყავით. მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესის. შენობის პრობლემა ათი წელია ვერავინ გადაჭრა, გადაჭრა პრემიერმა. მთავრობამ გადაჭრა, მთავრობა ჩაერია, ძალიან მადლიერი ვართ პრემიერის. შეიძლება ვიღაც დარჩეს კიდევ უკმაყოფილო, მაგრამ რა ვქნა, დარჩეს, მე გამოვხატავ ჩემს აზრს, როგორც მაშინ გამოვხატე, როდესაც მივდიოდი ძალიან საპასუხისმგებლო დროს, საპასუხისმგებლო თანამდებობიდან”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები