თენგიზ ცერცვაძე  კამკამიძეზე –  ეს ასე არ დარჩება და მას მოუწევს ძალიან მკაცრად პასუხისგება

საქმე იმაშია, რომ  მას იმ პოსტის გამოქვეყნებისთვის არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, უბრალო პატარა საბაბიც კი  არ გააჩნდა. ეს იყო მხოლოდ პირადი დაპირისპირება, – ამის შესახებ  ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის  ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე ინფუქციონისტ გიორგი კამკამიძის მიერ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც კამკამიძე ამბობს, რომ ცერცვაძის სიცოცხლესთან ბილწი თამაში უნდა შეწყდეს.

„ამ პოსტზე არანაირი საგნობრივი გამოხატულება არ მექნება, ამას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. როგორც მან დაწერა, ნალოლიავები და გაჭირვებით გამოზრდილი ანგელოზები სიკვდილს მიჰყავს  და ეს თურმე ჩემი ბრალია, ეს უწერია ერთადერთი პრეტენზია  ჩემს მიმართ და მერე უკვე უწმაწური გამონათქვამები. ამას მე ვერაფერს ვერ ვუპასუხებ, რადგან არანაირი საგნობრივი საფუძველი არ არის. მე შემიძლია მის პიროვნულ შეურაცყოფას ვუპასუხო – ეს ასე არ დარჩება და მას მოუწევს ძალიან მკაცრად პასუხისგება.

საქმე იმაშია, რომ  მას იმ პოსტის გამოქვეყნებისთვის არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, უბრალო პატარა საბაბიც კი  არ გააჩნდა. ეს იყო მხოლოდ პირადი დაპირისპირება,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ  ინფუქციონისტმა გიორგი კამკამიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი თენგიზ ცერცვაძის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდა, თუმცა კამკამიძემ მოგვიანებით დაწრილი წაშლა.

გიორგი კამკამიძის პოსტს უცველად გთავაზობთ:  “ეს გროტესკული არსება – კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს

თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. არ დავწერდი ამას, მართლა ყოველდღე რომ არ მიქონდეს სიკვდილს გაჭირვებით გამოზრდილი, ნალოლიავები ანგელოზების სიცოცხლეები!

მორჩა! გაჩუმების და ხათრების და რავიცი კიდევ რის, დრო აღარ არის!!! უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობიდან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები