თენგიზ ცერცვაძე:  მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი

თავიდან ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირანს და პაატას, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს ვესწრებით. , – ამის შესახებ  ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის  ეთერში განაცხადა.

„მე დავწერე კიდეც ფეისბუკზე და ბევრი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა. თავიდან ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირანს და პაატას, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს ვესწრებით. ვერ გავიგე, თუკი იურისტი ესწრება, სპორტსმენი, ხელოვანი და სხვა, ექიმს რატომ არ შეუძლია დასწრება?

გაუგებარია, აუცილებლად ექიმი რატომ უნდა იყოს აპოლიტიკური და ვთქვათ, სპორტსმენი, ხელოვანი, იურისტი და მშენებელი პოლიტიკური?! მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც“, – განაცხადა  თენგიზ ცერცვაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები