მე არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები – სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მიქელაძე
მე არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მიქელაძემ პროკურატურაში განუცხადა.
„გუშინ დამატებითი გამიკითხვა იყო პირველ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლავართ, წლების განმავლობაში დელიმიტაციის საკითხებზე ვმუშაობდი, პროკურატურას გარკვეული დეტალები აინტერესებდა, მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე, რაც გამოყენებულია, ყველაფერზე პასუხი გავეცი. ვფქირობ, ამ გამოკითხვებში კომისიის წევრების უმრავლესობმ მიიღო მონაწილეობა.
გუშინ ხანგრძლივი გამოკითხვა მიმდინარეობდა, დღეს უნდა გაფორმდეს გამოკითხვის ოქმები. მიხეილ ჯანელიძის ჩვენებას არ ვიცნობ, ვიცი, რომ მან ჩემი ჩვენება უარყო, რაც ჩემთვის გასკავირია. იქ იყო საუბარი, გამოვიყენოთ თუ არა გარკვეული კარტოგრაფიული მასალა, როგორც საქართველოს პოზიცია. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობდა, ეს განხილვა ნამდვილად მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დამიშავებია, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, ჩართული ვარ მრავალ ურთულეს მოლაპარაკებაში, დელიმიტაციის კომისია ძალიან პატრიოტული გრძნობით იყო წლების განმავლობაში განმსჭვალული, ყველა ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს“,- განაცხადა მიქეილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში