მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ “ნაცმოძრაობას” დასაჭერთა სიები არ აქვს გამზადებული?

„ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნებში აღებული ხმების 27%-ზე ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცესპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ამ თემაზე რამდენიმე განცხადებას მოვკარი ყური, თითქოსდა, რომელ დასაჭერთა სიაზე შეიძლება, იყოს საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ მათ 2012 წელსაც და დღესაც აქვთ დასაჭერთა სია იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან? რამდენ პროცენტს აქვს ეს განცდა? არჩევნებში ამ პარტიამ 27% აიღო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია. ალბათ, ჩვენც გვაქვს ამ მიმართულებით სამუშაო და საზოგადოების მხრიდან გვესმის საყვედურები, რომლებსაც აბსოლუტურად ვიზიარებ.

დამნაშავე რეჟიმს ასეთი მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ 27%-ზე გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები