დავით ბაქრაძე: ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს

“ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით უცვლელია.

„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული, ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად. ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ „ქართულ ოცნებას“ და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ, დოკუმენტირებულ პასუხს.

კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას მოიცავს ჩვენი წინადადება, რადგან ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი „ქართული ოცნებიდან“, შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია, მათ შორის, არჩევნებიც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები