“ექიმებსა და მათ ხელმძღვანლობაზე თავდასხმის დრო ნამდვილად არ არის, ისინი ამ საქმეში ჯარისკაცები არიან”, – ამის შესხებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა, რიგ შემთხვევებში, გამოგონილი ამბებით, არის იგივე, რომ საომარი სიტუაციის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს, ახლა ამის დრო არ არის.
ექიმებსა და მათ ხელმძღვანელობაზე თავდასხმის დრო ნამდვილად არ არის, ისინი ამ საქმეში ჯარისკაცები არიან. შეიძლება, გააკრიტიკო, მაგრამ მათ წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღება ვირუსის მხარეს დგომას ნიშნავს. გადაივლის ეს ამბები, დავდგეთ ახლა ერთად და მერე გააკრიტიკონ და რაც უნდათ, ის ილაპარაკონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.