ვახო მეგრელიშვილი – ჯაფარიძეზე: შეუძლებელია, ასეთმა სერიოზულმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია, მსგავსი რაღაცები აკეთოს
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი, ვახო მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჯაფარიძე პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებასა და „გირჩის“ კეთებას ვახოსთან, იაგოსა და სანდროსთან ერთად აღარ აპირებს.
„რაც ზურამ დაწერა, რომ არ აპირების მომხდარის განმარტებას, მემგონი, არ არის სერიოზული. შეუძლებელია, ასეთმა სერიოზულმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია, ასეთი რაღაცები გააკეთოს.
მე იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რაც ხდება გარეთ, რომ ძალიან მწყინს, როცა ჩვენს პარტიაში ასეთი გაუგებრობა ხდება. ჩვენი გაყოფის არანაირი წინაპირობა არ იყო, გუშინაც პარტიებთან შეხვედრაზე სამნი ერთად ვიყავით და დღეს ზურა ელჩთან რომ წავა, აღარ გვეტყვის, რა უთხრა მან? მაინტერესებს, რას ფიქრობს ზურა, როგორ აპირებს გაგრძელებას. როგორ იქნება კოორდინაცია ჩვენი ამ კრიზისულ პერიოდში,” – აცხადებს „გირჩის” წევრი, ვახო მეგრელიშვილი.