პაატა იმნაძე: მიმდინარეობს მუშაობა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინები უფრო ადრე მივიღოთ. ამის შესახებ იმნაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისათვის, დაახლოებით, 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი. იმედი გვაქვს, რომ COVAX-ის პლატფორმა ამ ვაქცინას მოგვაწოდებს გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები