“ევროპის უნივერსიტეტში” IFMSA-ის გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” Მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტთა მსოფლიო ორგანიზაციის – IFMSA-ის (International Federation of Medical Students’ Association) გაცვლით პროექტში მონაწილეობისთვის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მონაწილე ქვეყნებიდან (იტალია, მოლდოვა, სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პერუ) ერთ-ერთში სტუდენტის მიერ 2021-2022 წელს ერთთვიან (28 დღე) კლინიკური პრაქტიკის გავლას. კონკურსის შედეგად “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 6 სტუდენტი შეირჩა: ალიკია ჩიპურუპალი – იტალია, საჰიშნუტა სურიაკანტ დეშმუხი – უნგრეთი, რიიტ აგარუალი – რუმინეთი, უპალ რავიშა – პერუ, ჯოჯი ჯინსი მარია – სერბეთი და რიშუ – მოლდოვა.

პროექტის თანახმად, საქართველოდან მივლინებულ “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოში კი სტუდენტები ამ ქვეყნებიდან ჩამოვლენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტი” იღებს ვალდებულებას კლინიკური პრაქტიკა დაუგეგმოს მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელ 6 სტუდენტს. უნივერსიტეტი დაფარავს პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკის და ასევე საცხოვრებელ ხარჯებს, რის საფუძველზეც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მასპინძელ ქვეყანაში კლინიკური პრაქტიკის საფასურის და საცხოვრებელი ხარჯისგან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები