გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი: ბრალდებულების ქმედებები პროცესის გაჭიანურებისკენაა მიმართული

“ბრალდებულების ქმედებები პროცესის გაჭიანურებისკენაა მიმართული”, – ასე შეაფასა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვება.

მისივე თქმით, დაკავებულების ადვოკატების მხრიდანაც სხდომების გაჭიანურების მცდელობას აქვს ადგილი.

„რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების ქმედებასა და ადვოკატების ქმედებას, ჩვენც და თქვენც რამდენიმე პროცესია, ვაკვირდებით მათ ქცევას და ჩანს, რომ ოთხი პროცესის ჩატარებისას მხოლოდ ერთი მოწმე დავკითხეთ და მათი ქმედებები პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ პროცესი არ ჩატარდეს, არ დაიკითხონ მოწმეები, გააჭიანურონ საქმის განხილვა. შესაბამისად, ეს ქმედებაც, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს, არ იყო პირველი. წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი, შესაბამისად, მათი ქმედებები არის მიმართული პროცესის გაჭიანურებისკენ. რაც შეეხება პროცესის დამატებას, სასამართლომ დაინახა, რომ დაცვის მხარის ქმედებები პროცესების გაჭიანურებისკენაა მიმართული და სასამართლოს საქმის განხილვაში ხელი ეშლება, აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები