ზურაბ ჯაფარიძე: ცხარე კამათიც გვქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, პოზიციები შევაჯერეთ

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე ცხარე კამათი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლეს. ამის შესახებ მან „ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში გამართული ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ცხარე კამათიც გვქონდა, მაგრამ მთავარია ის, რომ ოპოზიცია არის ერთიანი. საბოლოოდ, შევაჯერეთ პოზიციები და, ჩემი აზრით, მზად ვართ ფასილიტატორებთან შეხვედრისთვის“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები