შსს-მ ხელვაჩაურში აფთიაქიდან თანხის გატაცებისთვის ერთი პირი დააკავა(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,   ერთ-ერთი  აფთიაქიდან  ფარმაცევტს   დანის მუქარით  ყაჩაღურად გასტაცა  340 ლარი და  შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით  მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ  დანაშაულის  ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები