კახა კალაძე: დაახლოებით, 27 კომპანიის მიერ გამოგზავნილი საკვები პროდუქტები იმ ოჯახებს დაურიგდებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკვები პროდუქტების 3 000-მდე პაკეტია შეგროვებული და იმ ოჯახებს დაურიგდებათ, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ.
მისივე თქმით, 700-800 ათასი ლარი, რომელიც საახალხწლო სოფლისთვის იყო განკუთვნილი, ეს თანხაც ამ ადამიანების დახმარებისკენ იქნება მიმართული.
,,დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიექტის განხორციელებას, ესაა დახმარებები იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, რომელთაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად უჭირს. სარეზერვო ფონდში გამოინახა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ შევიძინოთ საკვები პროდუქტები და დავურიგოთ ამ ადამიანებს. გარდა ამისა, საახალხწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ყოველ წელს ვაკეთებდით საახალწლო სოფლებს, თუმცა, წლევანდელი წელი განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ რთული ეოიდემიოლოგიური მდგომარეობაა და თანხები, რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული საახალხწლო სოფლის გაკეთებისთვის იქნება მიმართული, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.
აქ, რასაც ხედავთ, არის შემოწირულობა და იმ კომპანიების მხარდაჭერა, დაახლოებით, 27 კომპანიაა, ვინც ეს საკვები პროდუქტები მოიტანა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა კახა კალაძემ.