აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბუშტები მიიტანეს

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეთა ჯგუფი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ბუშტები მიიტანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, მოქალაქეთა ჯგუფს საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე კარავი აქვს გაშლილი. ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები