გიორგი სიგუა: სიამოვნებით აღვადგენდი სიკვდილით დასჯას საქართველოში, წესრიგის დამყარება უნდა დავიწყოთ ცხელი შანთებით(ვიდეო)

ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული სიამოვნებით აღვადგენდი სიკვდილით დასჯას საქართველოში, – ამის შესახებ გიორგი სიგუამ “ფეისბუქზე” ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

აღნიშნულ აზრს “ფეისბუქ” მომხმარებელი პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა, რომელმაც გააპროტესტა სიკვდილით დასჯის შესახებ გამოთქმული აზრი. 

“პროტესტის გრძნობა, რომ გაგაჩნიათ კარგია, მაგრამ ყური მოვკარი რადიკალური ზომების მომხრეც ვარო და მათ შორის სიკვდილით დასჯისო და ხომარ მომესმა?”, – ჰკითხა მან სიგუას, რაზეც პასუხი მიიღო, რომ “წესრიგის დამყარება უნდა დავიწყოთ ცხელი შანთებით”.

“აუცილებლად შემოვიღებდი მუხლს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კორუფციაზე და სახელმწიფო სახსრების ქურდობაზე დასჯიდა ადამიანებს სიკვდილით და თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ გვქონდეს კარგი კანონები და დალაგებული ქვეყანა გვექნება.
თუ გვინდა, რომ საქართველოში დავამყაროთ წესრიგი, წესრიგის დამყარება უნდა დავიწყოთ ცხელი შანთებით, – უპასუხა “ფეისბუქ” მომხმარებელს სიგუამ.

აღნიშნული აზრი  კვლავ გააპროტესტა “ფეისბუქ” მომხმარეველმა და განაცხადა, რომ არავის აქვს ადამიანის სიცოცლის მოსპობის უფლება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები