კახა კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი დაკარგა

თბილისის მერი კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

კალაძის თქმით, კობა დავითაშვილის სახით საქართველომ სიმართლისთვის მერძოლი ადამიანი დაკარგა.

„ყველანი დამწუხრებულები ვართ, კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი. დიდია მისი წვლილი ქართული პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაში. ის იყო ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ვწუხვარ და სამძიმარს ვუცხადებ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები