თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მემანქანე ინსტრუქტორს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.

„ მემანქანე ინსტრუქტორი დეპო „გლდანში“ მუშაობდა. 17 ნოემბერს სიცხე ჰქონდა და თვითიზოლაციაში გადავიდა. 20 ნოემბერს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები