კახა კალაძე: დაახლოებით 25 მემანქანე დაინფიცირდა

კოვიდმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ვინ არის თანამდებობის პირი, ვინ არის ექიმი და ა.შ., – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, იყო თუ არა შესაბამისი ზომები მიღებული იმისთვის, რომ საფრთხის შემცველი არ ყოფილიყო მემანქანეების მუშაობა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, კალაძე ამბობს, რომ მერიის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გატარებული იყო.

„სამწუხაროდ, კოვიდმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ვინ არის თანამდებობის პირი, ვინ არის ექიმი და ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა და ჩვენ ყველა ერთად, მთელი მსოფლიო, საქართველო ვებრძვით ამ მტერს, რომელსაც ვერ ვხედავთ.

ეს არის უხილავი მტერი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მეც თქვენც, ნებისმიერი ადამიანი.

დაახლოებით 20-25 მემანქანე დაინფიცირდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვირუსმა არ იცის ვინ არის მემანქანე, ტაქსის მძღოლი, ქალაქის მერი, მინისტრი და ასე შემდეგ. პრევენციული ზომები, მიღებული იყო“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები