ვიქტორ დოლიძე: არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ მაპს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს

“არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ მაპს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს”, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

„ჩვენ მარტო სამხედრო თემატიკით არ შემოვიფარგლებით, არამედ – უფრო მეტად პოლიტიკური თემატიკითაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ ოპერაციებში ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ვიღებთ, მათ შორის, ავღანეთში და ვაპირებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამავე დროს, გვსურს, უფრო მეტად გავამყაროთ ჩვენი უერთიერთობები ნატო-სთან, რომელიც შეიცავს ევროატლანტიკურ ღირებულებებსა და სრულ ინტეგრაციას ნატო-ში. არ არის საქართველოსთვის ახალი, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, საქართველო გახდება ნატო-ს წვრი, უბრალოდ, ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ეს თემა უფრო კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან ისევე, როგორც – სხვები. საქართველოს აქვს განსაკუთრებული პოზიცია და ვფიქრობ, ეს პოზიცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ამბიცია გვქოდეს. კონტრიბუცია, რასაც საქართველო ახორციელებს, თუნდაც ავღანეთის მისიაში, ჩვენ ახლა 876 ადამიანი გვყავს ჩვენს ადგილზე, ძალიან მნიშვნელოვანია. გენერალური მდივანი ყოველთვის აღნიშნავს ამ საკითხს. არ მინდა, მოლოდინები გავზარდო და წინასწარ ვთქვა, რომ მაპს მივიღებთ ხვალ ან ზეგ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ამის ობიექტური და სუბიექტური შესაძლებლობები დღეს არსებობს და დანარჩენს უკვე მომავალში ვნახავთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები