თენგიზ ცერცვაძე: თუ ვინმეს კრიტიკა უნდა, მე მზად ვარ, პირად დებატებში დამიმტკიცოს მისი მოსაზრება

“საზღვარგარეთ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა”, – ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ის ამბობს, უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოს ერთხმად კლინიკური პროცესების მართვაში უმაღლეს შეფასებას აძლევენ.

„საზღვარგარეთ, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში – სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც და ჰოსპიტალიზაციის მხრივაც. ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე, ექიმამდე ვერ აღწევს.

თქვენ გაზაფხულ-ზაფხულში ნახეთ, თუ როგორ იდგნენ სასწრაფო დახმარების მანქანები კრემატორიუმებთან რიგებში, სახლიდან გამოჰყვათ მიცვალებულები.

კრიტიკა მარტივია, მაგრამ უცხოეთის იმ ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები, სადაც ჩვენი ექიმები არიან, ერთხმად აძლევენ უმაღლეს შეფასებას, მინიმუმ, ჩვენს კლინიკურ მართვას.
რატომღაც, ქართველების ნაწილი გამოთქვამს კრიტიკას, თუ ვინმეს კრიტიკა უნდა, მე მზად ვარ, გახსნილი ვარ პირად დებატში დამიმტკიცოს“, – განცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმები ჩვენი სისტემის რაიმე კონკრეტულ ნაკლს ვერ ასახელებენ.

„მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები ჩვენი ოპონენტები არიან და არ ნიშნავს იმას, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ძალიან ხშირად მიხდება მათთან პოლემიკა და მე ჯერ მათთან საუბარში ვერავინ  დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე სერიოზული შეცდომა ან არასწორად ვმართავთ პროცესს. ისინი რაიმე კონკრეტულ ნაკლს ვერ ასახელებენ. მე მათთვის მომყავს მაგალითი – მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, სადაც საქმიანობთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები