საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია: 2021 წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას

„უამრავი სპეკულაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოს 2021 წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას”, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც პოლიტოლოგთა ასოციაციაში აღნიშნავენ, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, სახელწიფოს არ ავიწყდება პასუხისმგებლობა და 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პენსიის ზრდა და მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება.

„უამრავი სპეკულაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფოს 2021 წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. რაც შეეხება გამოწვევებს, უმთავრეს გამოწვევას პანდემია, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკის ხელშეწყობა/გაჯანსაღება წარმოადგენს.

გაზრდილია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რომელშიც შედის კოვიდის წინააღმდეგ მიმართული პროგრამების დაფინანსება, სამედიცინო ინვენტარის, მედიკამენტების შეძენა და ა.შ. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ბიზნესის მხარდაჭერა, რომლისთვისაც თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი არის გამოყოფილი, მოიცავს როგორც საგადასახადო შეღავათებს, ასევე, სხვადასხვა პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მცირე ბიზნესს, გადარჩენისა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მიცემს.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, სახელწიფოს არ ავიწყდება პასუხისმგებლობა და 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული პენსიის ზრდა (1-ელი იანვრიდან) 70 წლამდე და 70 წელს ზევით პენსიონერთათვის პენსია გაიზრდება 20 და 25 ლარით, ასევე, იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება. მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ სახელმწიფომ ახალი საგარეო ვალი აიღო, რაც მიღებული პრაქტიკაა და პანდემიის პირობებში საგარეო ვალი არა მხოლოდ საქართველომ, არამედ – მრავალმა განვითარებულმა ქვეყანამ აიღო (მაგ: გერმანია უახლოეს პერიოდში 180 მილიარდი ევროს ვალის აღებას აპირებს). შესაბამისად, იმაში, რომ საგარეო ვალი გაიზარდა, საგანგაშო არაფერია, საგარეო ვალის მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრულ კრიტიკულ ნიშნულს არ ცდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა”, – აღნიშნავენ პოლიტოლოგთა ასოციაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები