აშშ-ში სასწრაფო დახმარების სამსახურის კოლაფსს პროგნოზირებენ
აშშ-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ასოციაციამ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებასა და სოციალურ სამსახურებს აცნობა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა “ზღვარზეა”, – იტყობინება NBC News დოკუმენტზე დაყრდნობით.
“სასწრაფო დახმარების სისტემა “911” ყველა შტატში შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. დამატებითი დახმარების გარეშე კოლაფსი გარდაუვალია”, – ნათქვამია წერილში.
ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მუშაკები საჭიროებენ 2,62 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებასა და 60 ათას სასწრაფო დახმარების პუნქტს, რომლებიც ზარებზე მოახდენენ რეაგირებას.
NBC News აღნიშნავს, რომ ასოციაციისგან ანალოგიური შეტყობინება აპრილში შესულა, თუმცა, მხოლოდ 350 მილიონი დოლარი მიიღო.
როგორც ნიუ იორკის სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა, ჰენან კოენმა აღნიშნა, იმასთან შედარებით, რაც ჯანდაცვის სფეროს სხვა უწყებებმა მიიღეს, ეს თანხა არაფერს ნიშნავს.