პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მილიონს გადასცდა

პოლონეთში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონიან ზღურბლს გადააჭარბა და 1 013 747გახდა, ბოლო ერთ დღეში 13 855 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში პოლონეთში დაავადებას 609 პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან კი 18 208 ლეტალური შემთხვევაა.

მანამდე, პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, შობის დღესასწაული მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარონ და მოგზაურობებს მოერიდონ.

ასევე, ქვეყანაში სკოლები შობის დღესასწაულის დამთავრებამდე დახურული დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები