კოლექტიური უსაფრთხოების წევრი ქვეყნების მოსახლეობა რუსული ვაქცინით აიცრება

რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, “სპუტნიკ V”-ს მიაწვდის, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორგანიზაციის ონლაინსამიტზე.

რუსეთის ლიდერის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებულ რთულ ვითარებაში ქვეყანას მოუწია ჯანდაცვის სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში არსებული რთული საკითხების მოგვარება.

“ორგანიზაციის სახელმწიფოებმა ინფექციასთან ბრძოლაში მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს. რუსეთმა წევრ ქვეყნებს სამედიცინო აღჭურვილობა, ტექნიკა, ტესტები მიაწოდა. ამჟამად, მუშავდება საკითხი ამ ქვეყნებში რუსული ვაქცინის მოწოდების შესახებ”, – თქვა მან.

გარდა ამისა, პუტინის თქმით, შემუშავების სტადიაზეა წევრ ქვეყნებთან ერთობლივად ვაქცინის შექმნის საკითხია.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია: სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები