ქარელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა გულიაშვილმა რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მერმა შემდეგი სამუშაოები შეაფასა.
„თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის, ქარელი-რუისის 3,4 კმ-იან მონაკვეთზე მეორადი გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის ღარებით მიმდინარეობს სარწყავ-სანიაღვრე არხის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტით მოხდება, როგორც რუისის, ასევე ბებნისის სავარგულების გასარწყავიანება. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 516 760 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა“.
ასევე, სოფელ რუისში მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე სრულდება შემოღობვის, ბორდიურისა და ქვაფენილის მოწყობა.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 41 885 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,პაატა ხაჭაპურიძე“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები