ეკატერინე ტიკარაძე: გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ ზეწოლას ჩემი ოჯახის მიმართ

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ყველა ხვდება, რომ ახლა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს უჭირს, ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება გარკვეული ძალადობა და წნეხი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ როგორც საჯარო პირი, მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ როდესაც საქმე მის შვილებს ეხება, ეს საზოგადოებამ უნდა დაგმოს.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ყველა ხვდება, რომ ახლა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს უჭირს, ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება გარკვეული ძალადობა და წნეხი ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მე არასწორად ვთვლი. ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ნებისმიერ დასმულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს დასაგმობი და დაუშვებელია. ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე დღესაც მიმდინარეობს. გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მორალური ზეწოლის გაგრძელებას. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადოებამ ეს უნდა დაგმოს და შესაბამისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები