ჯანდაცვის მინისტრი – ბიზნესსექტორზე: არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება

“არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება, რადგან ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თამით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს, რა სახის შეღავათის გაკეთების საშუალება არსებობს.

„დეტალურად იყო საუბარი ყველა შეზღუდვაზე. ასევე, გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ჩვენ განვახორციელოთ ასეთი სახის შეზღუდვები და არა – სხვა ტიპის.

რაც შეეხება შეღავათებს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს, რა სახის შეღავათის გაკეთების საშუალება არსებობს და რა შემთხვევაში ექნებათ მათ დახმარებები. თუ სხვა სახის კითხვები ექნებათ, ჯანდაცვის სამინისტროც და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მათ შეხვდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები წინასაახალწლო დღეებში, 24 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბრიდან მუშაობის დაწყების უფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები