კახა კალაძე ბიზნესსექტორს მადლობას უხდის – “არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში”
კახა კალაძემ ბიზნესსექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა, მივმართო ახალგაზრდებსა და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. უსაფრთხოების ყველანაირი წესი დაცული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, თბილისში საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.