გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენებას კონსტანტინე ღიბრაძე მისცემს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე მისცემს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილია, სასამართლოს მიაწვდის.
„რაც აქამდე მქონდა ჩვენებებსა და სასამართლოში ნათქვამი, რა თქმა უნდა, იმავეს ვიტყვი, ყველა კითხვას ამომწურავ – პასუხს გავცემ, როგორც დაცვის მხარის, ასევე, ბრალდების მხარის. თბილისში წავედი და დავბრუნდით, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც იქ დარჩნენ, უკან წამოგვეყვანა. იქ არა მარტო გიორგი შაქარაშვილი იყო, სხვებიც იყვნენ მასთან ერთად. კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა იქ მოვლენები, არ გვქონდა. იმ დღეს რა მოვლენებიც განვითარდა, სასამართლოში განვაცხადებ. მე არ ვარ იმის შემსწრე, რაც მერე იქ განვითარდა, ამ მხრივ მწირ ინფორმაციას ვფლობ“, – განაცხადა ღიბრაძემ.