ანა მიქელაძემ ცესკო-ს პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა

ანა მიქელაძემ ცესკო-ს პრესსპიკერის თანამდებობა დატოვა.

როგორც მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, ის ცესკო-ს თანამშრომელი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე აღარ არის.

“ჩემს ყველა გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ, პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკო-ს თანამშრომელი.

ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული  ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანლობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

მადლობა მინდა, გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა”, – წერს მიქელაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები