რა არის ვენური თრომბოემბოლიის რისკფაქტორები – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვენური თრომბოემბოლიის (VTE) რისკფაქტორების შესახებ წერს.
მისი თქმით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური COVID19 პანდემიის დროს გახდა.
,,სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30 კგ/მ2)
ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ნებისმიერი ოპერაცია ქვედა კიდურებზე ან მენჯზე, ნეიროქირურგიული ოპერაცია ან ვრცელი ტრავმა.
დროებითი იმობილიზაცია, ავიაგადაფრენის ჩათვლით >4 საათი
დადებითი ოჯახური ანამნეზი (ვენური თრომბოემბოლია ოდესმე დის ან ძმის ან რომელიმე მშობლის შემთხვევაში, განსაკუთრებით – შედარებით ადრეულ ასაკში, მაგალითად, 50 წლამდე)
სიმსივნე, სისტემური წითელი მგლურა, ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია
კონტრაცეპტივების მიღება, ორსულობა, მშობიარობიდან 6 კვირა.
ინფორმაცია მხლოდ ექიმებისთვის! კოვიდის მსუბუქი ფორმის დროს ანტიკოაგულაციური თერაპია არ ენიშნება”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.